გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია

გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამის შესახებ განცხადება ჰოჯესმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ადამიანები, რომლებიც აქედან სარგებელს იღებენ, მხოლოდ კრემლში არიან და არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას გამოავლენს. კრემლი უყურებს“, – წერს ჰოჯესი.

Katana . ვინმემ ჰკითხოს ამ კაცს: თეთრ სახლში შეჭრილებს რომ პირდაპირ გაუხსენით ცეცხლი და მიაცხრილეთ, მერე კი ათასობით კაცი დააპატიმრეთ, ის წინგადადგმული ნაბიჯი იყო და სასამართლოს განაჩენის აღსრულებაა და კრიმინალის უსისხლოდ დაპატიმრებაა უკან გადადგმული ნაბიჯი?!
შენი ორმაგსტანდარტიანი...! (დანაჩენი - როგორც ტექსტშია).
3 წლის უკან