ლინას ლინკევიჩუსი: ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს სახელმწიფო ინტერესებით

ლინას ლინკევიჩუსი: ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს სახელმწიფო ინტერესებით

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, შეშფოთებულია საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო. ლინკევიჩუსი ყველა ლიდერს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ლიდერები, ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორები. უპასუხისმგებლო იქნება, რომ ეს ყველაფერი გაფლანგოს. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებით“, – წერს ლინკევიჩუსი.