დონალდ ტრამპი მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დონალდ ტრამპი მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნიუ-იორკის პროკურატურისთვის დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გადაცემა დაუშვა.

„ეს გამოძიება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი პოლიტიკური ნადირობის გაგრძელებაა. უკვე ორი წელია, რაც ქალაქი ნიუ-იორკი ჩემს თითქმის ყველა გარიგებას სწავლობს, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციებს, რომელიც ამერიკის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული იურიდიული კომპანიების მიერ იყო შედგენილი. უზენაეს სასამართლოს არ უნდა დაეშვა ეს. მგავსი რამ არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია. ყველაფერი ეს „დემოკრატების“ მიერ არის ინსპირირებული. ეს „დემოკრატების“ თავდასხმაა, რომლებსაც სურთ ის 75 მილიონი ადამიანი შეაჩერონ, რომლებმაც არჩევნებში ხმა მე მომცეს. არჩევნები, რომელიც უამრავი ადამიანისა და ექსპერტის აზრით, მე მოვიგე. თავებზე მონადირე ახალი პროკურორების ფენომენი, რომლებიც კანონის გამოყენებით პოლიტიკური ოპონენტების დევნას ცდილობენ, ჩვენი თავისუფლების საძირკველს საფრთხეს უქმნის. ეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხდება. ამავდროულად, ქალაქ ნიუ-იორკში მკვლელობები და ძალადობრივი დანაშაული იზრდება და არაფერი კეთდება. ჩვენი არჩეული თანამდებობის პირები კი ამ დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დევნაზე არიან ფოკუსირებულნი. მე ვიბრძოლებ, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. მიუხედავად ყველა იმ საარჩევნო დანაშაულისა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინეს. ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.