მამუკა მდინარაძე „მთავარი არხს“: თქვენ შეგიძლიათ დაგვაბრალოთ ყველაფერი, მათ შორის დანაშაულები და ჩვენ არ შეგვიძლია თქვენს წინააღმდეგ ეპითეტი გამოვიყენოთ

მამუკა მდინარაძე „მთავარი არხს“: თქვენ შეგიძლიათ დაგვაბრალოთ ყველაფერი, მათ შორის დანაშაულები და ჩვენ არ შეგვიძლია თქვენს წინააღმდეგ ეპითეტი გამოვიყენოთ

თქვენ შეგიძლიათ დაგვაბრალოთ ყველაფერი, მათ შორის დანაშაულები და ჩვენ არ შეგვიძლია თქვენს წინააღმდეგ ეპითეტი გამოვიყენოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მან კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე გააკეთა, რომელიც პარლამენტში საუბრისას „იმედის“ დარბევის ფაქტსა და ნიკა გვარამიას შეეხო.

მდინარაძის თმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გვარამიაზე არა სამართლებრივი არამედ პოლიტიკური შეფასება გააკეთა.

„ეს არ იყო სამართლებრივი შეფასება, უფრო პოლიტიკური, თქვენ შეგიძლიათ დაგვაბრალოთ ყველაფერი, მათ შორის დანაშაულები და ჩვენ არ შეგვიძლია თქვენს წუნააღმდეგ ეპითეტი გამოვიყენოთ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასე ამ ქვეყანაში ურთიერთობა არ გამოვა. ადრე, როდესაც სხვა ტელევიზიაში იყავით, რაღაც კვლევა დაიდო, იტყუებოდით 80%-ს. ახლა 100%-ს იტყუებით. როგორც კი ამას გეუბნებით, ამბობთ, რომ ზეწოლაა. თუ ეს ჩემი განცხადება ახლა ზეწოლაა, მაშინ მიიღეთ ზეწოლად, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის“, - განუცხადა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად არაორდინალური ნაბიჯების გადადგმის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი მთავარი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად, ასე ვთქვათ. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც „იმედის“ დარბევა, ძალადობრივი გზით დახშობა, გათიშვა განხორციელდა. ამაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო. აი, აქ ვართ დღეს, დღესაც აქ ვართ. ამაზე ვსაუბრობთ. სად გვინდა რომ ვიყოთ ხვალ? როგორი სახელმწიფო გვინდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ თუ მეტი კრეატიული ნაბიჯი არ გადავდგით, ასე მდორედ გაგრძელება სწორედ შეუძლებლად მიმაჩნია“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.