ჩუღურეთის რაიონში, ბაგრატიონის N87-ში გზის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე გზის ფერდობის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 14 000 ლარია.