"საშინელი დედა ვარ - სახლიდან გაქცევა მინდოდა," - მილა კუნისმა შვილებთან ერთად თვითიზოლაციაზე ისაუბრა

სულ ცოტა ხნის წინ, 37 წლის მილა კუნისმა ელენ დეჯენერესის შოუში ისაუბრა თვითიზოლაციის მტკივნეულ მხარეებზე. ვარსკვლავმა რამდენიმე თვე მეუღლესთან - ეშტონ კაჩერთან და ორ საერთო შვილთან ერთად გაატარა, ამ ყველაფერზე კი ონლაინ ჩართვის დროს საჯაროდ ისაუბრა.

ვარსკვლავმა გაიხსენა, თუ რატომ დასთანხმდა ერთ-ერთ სარეკლამო კამპანიაში გადაღებას, "ეს წინადადება ჩვენამდე სწორედ პანდემიის პიკში მოვიდა. მაშინ ეს ყველაფერი ალოგიკური იყო, რადგან მთელი მსოფლიო იდგა განსაცდელის წინაშე. მაშინ მე ვთქი - "ჩემთვის სულერთია, სახლიდან უნდა გავაღწიო". ამას ვუყურებდი, როგორც ორდღიან დასვენებას და ვფიქრობდი - "ჩვენ უბრალოდ გავიპარებით აქედან და რამდენიმე დღით მაინც გამოვექცევით ბავშვებს", მე საშინელი დედა ვარ," - აღნიშნა მილამ.