“ხორუმმა“ ამერიკელები აღაფრთოვანა

“ხორუმმა“ ამერიკელები აღაფრთოვანა

ანსამბლმა “სუხიშვილებმა“ ნიუ-იორკში “ლინკოლნ ცენტრში“ კონცერტები გამართა.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ამერიკელებს განსაკუთრებით, “ხორუმის“ ახლებური ინტერპრეტაცია მოეწონათ.

 

მომავალი წლიდან, ქართული ეროვნული ბალეტი უკრაინაში, მოლდოვაში და რუმინეთში გაემგზავრება, რის შემდეგაც “სუხიშვილები“ ბალტიისპირეთში რამდენიმე კონცერტს გამართავს. ასევე 2011 წლის ზაფხულისთვის იტალიაში გასტროლებიც არის დაგეგმილი.

 

მანამდე კი, სუხიშვილები დეკემბრის ბოლოს, კონცერტებს თბილისშიც გამართავენ. თბილისურ კონცერტზე განახლებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი . ეს იქნება მონუმენტური და გრანდიოზული ცეკვა, რომელსაც 70 მოცეკვავე შეასრულებს. ახალ “ხორუმში“ 40 სოლო შესრულდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოსტმოდერნი ქართულ ქორეოგრაფიაში. ისტორიაში პირველად, ამ ცეკვას არა ჩახურაში, არამედ ჩოხაში ჩაცმული მოცეკვავეები შეასრულებენ.