სოციალური ქსელები ვიქტორია ბექჰემის დის - ლუიზ ადამსის ფოტოებმა მოიცვა, რომლებიც მის ახალ სამუშაო ადგილზეა გადაღებული.
საქმე იმაშია, რომ 44 წლის ქალბატონმა ერთი თვის წინ კოვიდ ტესტირების ცენტრში დაიწყო მუშაობა და მისი მოვალეობა ავტოპარკის მეთვალყურეობაა.
როგორც ირკვევა, ადამსი ადგილზე სუპერვაიზერის პოზიციაზე დაიქირავეს და მისი ხელფასი საათში 13 ფუნტი სტერლიგია
აღსანიშნავია, რომ მოვლენების დრამატული შემოტრიალება ლუიზის ტანსაცმლის მაღაზიის - Hidden Closet-ის დახურვიდან სამ წელიწადში აქვს ადგილი. მაშინდელი ინფორმაციით, ლუიზმა მაღაზია დაკეტა, რადგან ვერ გააფორმა კონტრაქტი მესამე მხარესთან, რომელიც მართავდა ბიზნესს.