რამდენიმე პუნქტი საბოტაჟის საკითხებზე

რამდენიმე პუნქტი საბოტაჟის საკითხებზე

თბილისის ნამდვილ ცირკთან დაკავშირებული ჩემთვის დღემდე გაუგებარი სიტუაცია, მართალია მთლიანად არის ჩანაცვლებული ოპოზიციური ცირკით და აკმაყოფილებს ჩემი თაობის მოთხოვნილებებს, მაგრამ შვილიშვილებს კულტურის ეს სახეობა რეალურად აკლია. მე დღემდე მახსოვს საცირკო არენის განსაკუთრებული არომატი, საცირკო ორკესტრის მაგია და რა თქმა უნდა ჯადოსნური სანახაობრივი ატმოსფერო. ასევე სპეციალური საპროგრამო ბროშურები. ასეთი ბროშურა ჩვენი ოპოზიციური ცირკისთვისაც აღმოვაჩინე. რითია კარგი - პუნქტობრივად წერია, რომელი მოქმედება რომელს ანაცვლებს, რას უნდა ველოდოთ, სადაა ექსტრემალური წარმოდგენა, სადაა ჯამბაზების როლი, რაშია ფოკუსები და ა.შ. ამ ბროშურით ხელში და პოპკორნ/პეპსი(!)კოლას თანხლებით, უფრო გასაგები ხდება რა უნდათ ბოლო ბოლო, რას უნდა ველოდოთ, რას არ უნდა ველოდოთ - თორემ მათი ქაოტური და სპონტანური წვალებით მაყურებელი აშკარად გადაიღალა.

აი ბროშურაც. საკმაოდ ვრცელია, ამიტომ გავაკეთე მოკლე ამონაწერი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე ჯინ შარფის (1927-2018) მეთოდური ნაშრომიდან: "როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი". არ შევეხე მაგალითად ისეთ საპროტესტო ფორმებს, როგორც არის - "ბოიკოტის გამოცხადება საოჯახო სექსუალურის ვალდებულებების შესრულებაზე", თუმცა why not? სხვა, უფრო მნიშვნელოვან მეთოდებზე შევაჩერე ჩემი ყურადღება:

✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)

✓ საჯარო გამოსვლები

✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები

✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები

✓ ჯგუფური პეტიციები

✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები

✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია

✓ ჯგუფური ლობბი

✓ პიკეტირება

✓ ფსევდო არჩევნები

✓ ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან

✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა

✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები

✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები

✓ საპროტესტო მიტინგები

✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა

✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება

✓ სტუდენტური გაფიცვები

✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა

✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი

✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე

✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება

✓ მეწარმეთა გაფიცვა

✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა

✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა

✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება

✓ პატიმართა გაფიცვა

✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი

✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება

✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები

✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება

✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება

✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება

✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა

✓ სამართალდამცავის ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა

✓ საგზაო ნიშნების დაზიანება

✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა

✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა

✓ მჯდომარე გაფიცვები

✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა

✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა

✓ ადმინისტრაციული, სააღმსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა

✓ ამბოხი

✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა

✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება

✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა

✓ შიმშილობა

✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება

✓ გზების ბლოკირება

✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა

✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა

✓ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება

✓ მაროდიორობა

✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა

✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება

✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა

ეს არის ამონარიდი ზემოხსენებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოდან. ხოლო ჩვენს გარშემო კი - რეალობა. რამდენად თავსებადია ეს რეალობა ჩამოთვლილი ქმედებების რეალიზებასთან თავად განსაჯეთ, თორემ მცდელობა ამ საპროგრამო ბროშურის ცალკეული პუნქტების პრაქტიკული გამოყენებისა, რა თქმა უნდა ადვილად იკითხება...