გასული წლის ზაფხულში ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ახლო წარსულში პოპულარული ჯგუფი „Spice Girls”-ის წევრები ერთობლივი მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აპირებდნენ.
გოგონებმა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მონაწილეობა მიღიეს, შემდეგ კი რამდენიმე ახალი პროექტი დაგეგმეს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ჯგუფის წევრებმა მიუზიკლზე „Viva Forever” მუშაობა დაიწყეს.
ამ მუსიკალურ სპექტაკლში უხვად იქნება გამოყენებული ჯგუფის ადრინდელი პოპულარული კომპოზიციები.
ამ პროექტის პროდიუსერი ჯუდი კრამერია, დადგმას კი ცნობილი ბრიტანელი თეატრალური რეჟისორი მარიანა ელიოტი განახორციელებს.
მისი პრემიერა 2013 წლის აპრილშია დაგეგმილი.