ცოტა ხნის წინ იტალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ მუქკანიანი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი „ისტორიულ სამშობლოს“ დაუბრუნდა და „მილანის“ რიგებში ჩაირიცხა.
წარმოშობით განელი მოთამაშე „მილანს“ შესანიშნავად შეეწყო.
სილვიო ბერლუსკონის გუნდმა ბალოტელის ხელში სამი შეხვედრა ჩაატარა და „სუპერ-მარიომ“ ოთხი გოლი გაიტანა.
დღეს დილით გამოცემა „Goal.com”-ის ჟურნალისტი ბალოტელის დაუკავშირდა და მილანური შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.
„ახალ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვერ ვიტყვი რომ „მანჩესტერ სიტიში“ პრობლემები გამაჩნდა. რობერტო მანჩინი დიდ პატივს მცემდა და თანაგუნდელებთანაც ურთიერთობა არ მიჭირდა.
პრობლემა ალბათ თავად დიდ ბრიტანეთში ცხოვრება გახლდათ. იქაურ მენტალიტეტს ალღო ბოლომდე ვერ ავუღე.
იმედი მაქვს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემს პროფესიულ კარიერაში ახალ წარმატებებს მივაღწევ.“ - განაცხადა მარიო ბალოტელიმ.