დაახლოებით ორი დღის წინ ბატონმა რინგო სტარმა ერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა, რომელიც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს უთუოდ გაახარებს
რინგომ გადაწყვიტა რომ გადახედოს 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ნებისმიერ პიროვნებას საკუთარი ავტოგრაფი კვლავ მისცეს.
ამიერიდან მისი ხელმოწერის დაუფლების მსურველებს სახელოვან მუსიკოსთან მიახლოება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლიათ.
ორი წლის წინ რინგომ საკუთარი ავტოგრაფების გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამისი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მის ხელმოწერებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ინტერნეტ აუქციონი eBay-ის მეშვეობით ჰყიდნენ.