გასული წლის შემოდგომაზე, ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ცნობილი მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონის მამული აუქციონზე გაიყიდებოდა
ჯორჯ ჰარისონის ზემოთდასახელებული მამული შვეიცარიის დასახლება მონტანიოლში მდებარეობს. ეს ადგილი ლუგანოს ტბასა და ალპებს ესაზღვრება.
მამულის შუაგულში მდებარე სახლი სამსართულიანია.მის ირგვლივ 6.5 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ბაღია განლაგებული. ის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. მისი მშვენება მინიატურული აგურის ციხე-სიმაგრე და ერთ-ერთ ხეზე განთავსებული საიდუმლო ქოხია.
ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში მდებარე ჰარისონის მამულით არაერთი ცნობილი და მდიდარი პიროვნება დაინტერესდა. რასაკვირველია მათ ვინაობას საიდუმლოდ ინახავდენ.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი მუსიკოსის შვეიცარიული მამული ბოლოს და ბოლოს გაიყიდა.
მისი ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია. ცნობილია, რომ ამ პიროვნებამ დაახლოებით 5 მილიონი ევრო გადაიხადა.