ცოტა ხნის წინ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ კლუბი „ატლეტიკო მინეიროს“ თავდამსხმელი რონალდინიო ნაკრებში კვლავ დააბრუნა.
გუშინ გამოცემა „Goal.com” ცნობილ იტალიელ ფეხბურთის სპეციალისტს, 66 წლის არიგო საკის დაუკავშირდა.
ვრცელი ინტერვიუს დროს საკი რონალდინიოს თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელი არასდროს მოსწონდა.
„ბრაზილიელი სათანადო პროფესიონალიზმით არასდროს გამოირჩეოდა. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერასდროს იყენებს.
ლუის ფელიპე სკოლარის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გამიგია რაში დასჭირდა რონალდინიოს ეროვნულ გუნდში დაბრუნება. ამ ფეხბურთელს და მის რეალურ შესაძლებლობებს ჩინებულად ვიცნობ და ჩემი ნება რომ იყოს გუნდში არასდროს ავიყვანდი.“ - განაცხადა არიგო საკიმ.