ანგელა მერკელი: ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შორსაა კანონის უზენაესობისგან

ანგელა მერკელი: ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შორსაა კანონის უზენაესობისგან

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლას გმობს.

„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შორსაა კანონის უზენაესობისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.