აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელებას დაპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელებას დაპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკური მისწრაფებები აშშ-ის პრიორიტეტია.

სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელებას დაპირდა.

„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, რაც გააძლიერებს უკრაინის ინსტიტუტებს და უზრუნველყოფს ყველა უკრაინელის ნათელ და წარმატებულ მომავალს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ძალისხმევა COVID-19-თან ბრძოლაში და აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში რუსეთის აგრესიის საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.