ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, მმართველი გუნდის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ერთ რამეს ვიტყვი გულწრფელად, სამი საკითხი და საარჩევნო საკითხები თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ, ამაზე ვმუშაბოთ უკვე რამდენი ხანია. ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა გამართეს. ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ელისაშვილის და იოსელიანის რიგით მეორე შეხვედრა იყო.