2021 წელი სელენა გომეზისთვის კარიერული თვალსაზრისით შესანიშნავად დაიწყო, გაუსლ წელს შემსრულებელმა ჩამოაყალიბა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჩამოაყალიბო ბრენდი მსოფლიოში, სადაც ვარსკვლავების უმეტესობა მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული, ერთგვარი გამოწვევაა. ლედი გაგა, კაილი ჯენერი, კიმ კარდაშიანი, რიანა... ეს იმ სელებრითების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვეს, თუმცა სელენა გომეზი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის სხვა ბრენდებისგან რადიკალურად გამოირჩევა.
სელენამ რამდენიმე კვირის წინ პირველი ესპანურენოვანი სიმღერა De Una Vez გამოუშვა, ამჯერად კი ახალი ალბომი Revelación დაანანონსა, პოპვარსკვლავმა ახალი კლიპისთვის საკუთარი ბრენდის კოსმეტიკა გამოიყენა. ის Rare Beauty-ის კოდად საკუთარი თავის სიყვარულსა და თვითგამოხატვას მიიჩნევს, რასაც გულშემატკივრებს როგორც მუსიკალური პროდუქტით, ასევე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის კონცეფციითაც უზიარებს.
შემსრულებელი იმედოვნებს, რომ მისი კოსმეტიკური ხაზი Rare Beauty გულშემატკივრებს ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარება და მათ ძალას შემატებს შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც რეალურად არიან.