„ვინც ამათ გამოშვებას რაღაც გათვლებით და პლურალისტური პარლამენტის შექმნის აუცილებლობით ამართლებთ, ძალით ნუ იჭკვიანებთ თავს - ასე ეხმიანება ექსპერტი სოსო მანჯავიძე დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებას, რომელიც მან ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
„დღეს ივერი მელაშვილმა განაცხადა ინგა გრიგოლიას ეთერში, რომ გარეჯი ჩვენი არ არის და ამას იქ მყოფი საზოგადოება დუმილით შეხვდა. დუმილი თანხმობის ნიშანია“
აი, ვინც იქ აყავით და ხმა არ ამოიღეთ, ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები ხართ!
დადგება პასუხის მოთხოვნის დრო და ციხეში ყოფნა მოგენატრებათ, თქვე არამზადებო!
ფულის ჩამრიცხველებზე აღარაფერს ვამბობ, ამ ბოროტ ბრიყვებზე!
ვინც კიდევ ამათ გამოშვებას რაღაც გათვლებით და პლურალისტური პარლამენტის შექმნის აუცილებლობით ამართლებთ, ძალით ნუ იჭკვიანებთ თავს, საგნებს თავისი სახელი უნდა ერქვას!
ყველაფერს საზღვარი აქვს!“ - წერს სოსო მანჯავიძე.