ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის კადრებში, 18 წლის ჰელენ დიუკმა ამოიცნო საკუთარი მშობლები, დადო ეს ვიდეოკადრები თავის twitter-ზე, დათაგა დედ/მამა მინაწერით - "ეს თქვენ ხართ, მე რომ არ მიშვებდით Black lives matter მიტინგებზე?". ამით მან პოლიციის ყურადღება მიიქცია, რომელიც იმ დღეებში აქციის მონაწილეთა ამოცნობით იყო დაკავებული. ამის შემდეგ, სხვადასხვა სოციალური ქსელების საკუთარ ექაუნტებზე, მან საზოგადოებას მიმართა თხოვნით - არიქა, მიშველეთ, ოჯახის იმედი აღარ მაქვს, სწავლის საფასური კი შესატანია. ფრენდებმა და უცხოებმა მოიწონეს გოგონას საქციელი, გმირად აქციეს იგი და პირველივე დღეს 12 ათასი დოლარი შეუგროვეს, ჰელენის გეგმაში კი 150 ათასის შეგროვება შედიოდა. რესპუბლიკელთა მომხრეებმა კი შერაცხეს იგი მშობლების გამყიდველად და მოღალატედ, მაგრამ სოცქსელების დიდმა ნაწილმა მისი საქციელი მოიწონა.
პლანეტის მეორე მხარეს, საქართველოს ორმა მოქალაქემ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებებით ხელი შეუწყეს დედა-სამშობლოს გაყიდვა/გასხვისებას. ხელისუფლება შევიდა მათ უამრავ თანხვედრ მდგომარეობაში, და სასამართლო პროცესამდე საკნებიდან ოჯახებს დაუბრუნა. მაგრამ მათი ოჯახი, ნაცსექტა აღმოჩნდა, რომელმაც თავის მედიასივრცეში გმირებად გამოიყვანეს ისინი, მოიწონეს მათი საქციელი, მხურვალე ტაშით შეხვდნენ მათ და მათ თხოვნას - უხელფასობისა და უსახსრობის გამო გირაოს საჭირო თანხების შეგროვების პრობლემატურობის თაობაზე, ჩვეული პერფორმანსის სახით, ამერიკელი გოგონასი არ იყოს, საჭირო თანხის შეგროვებით უპასუხეს. ღალატი ღალატია - ყველგან ფასდება, გინდ მშობელი იყოს, გინდ სამშობლო და გინდ თვით უფალი.
ნაცსექტამ კორპორაციული პარტიული მიზნებისთვის ნებისმიერი ტიპის დანაშაულის ჩადენაზე "სეილი" გამოაცხადა - ნუ გეშინიათ! ჩაიდინეთ! ოღონდ, პარტიული მიკუთვნილობა არ შეგეშალოთ! შემდგომ - ცხადდებით "პოლიტპატიმრებად", შემდგომ გირაომდე მაინც მიგიყვანთ, მერე ამ გირაოსაც გადაგიხდით! და რაც მთავარია, ეს არც ბრალდებულზე ზეწოლად, არც მის მოსყიდვად არ ჩაგვეთვლება! რამეთუ ამ ქვეყანაში მორალზე, კანონიერებაზე, სამართლიანობაზე, დემოკრატიაზე ექსკლუზიურ შეხედულებებზე მონოპოლია მხოლოდ სექტანტებს გააჩნია, და სექტა - თავისიანებს სამართლიანობის აღდგენის ხელში, როგორც წესი, არ გადასცემს.
ეს ყველაფერი კარგი... ნაცების მორიგი ლუსტრაციაც შედგა. მაგრამ, თუ არ შედგა კანონის უზენაესობის ზეიმი ამ ეშმაკეულების არც თუ იაფფასიან სპექტაკლებზე - ამ სახელმწიფოს ფინალური წარმოდგენა არა ტრაგიკომედია, არამედ დრამა იქნება".