ივერი მელაშვილი: უკაცრავად და ბერი იქნება, ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია - არ არის სწორი, არ არის შენი

ივერი მელაშვილი: უკაცრავად და ბერი იქნება, ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია - არ არის სწორი, არ არის შენი

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან და თანხმდები.

„მოლაპარაკება რა არის, მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან და თანხმდები, ნელნელა მიყვები ამ ყველაფერს და როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამისი საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“ - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

Aburjga Tasmanieli უკვე მრცხვენია ქართველი რომ ვარ. არა მე ვერ ვარ ქართველი. საქართველოში 1 -ერთი ქართველიც რომ ცხოვრობდეს ეს ... სამუდამოდ დადუმებული იქნებოდა!
4 წლის უკან
amo ალბათ ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ამ კაცის მოლაპარაკებებზე გაშვება რომ შეგნებული დანაშაულია ხომ ფაქტია.
4 წლის უკან