გიორგი ვოლსკი გარეჯის საქმეზე: დიალოგს ვერ დავუკავშირებ ამ თემას, პროკურატურამ ბრალდებულებზე ძალიან კარგად განმარტა

გიორგი ვოლსკი გარეჯის საქმეზე: დიალოგს ვერ დავუკავშირებ ამ თემას, პროკურატურამ ბრალდებულებზე ძალიან კარგად განმარტა

დიალოგს ვერ დავუკავშირებ ამ თემას. პროკურატურამ ძალიან კარგად განმარტა, რომ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ. აქედან გამომდინარეობს ის განცხადებებიც, რაც თითქოს და ოპოზიციას რაღაცა მოგებულის პოზიციაში აყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოლაპარაკებების პროცესს არ უკავშირდება.

„დიალოგს ვერ დავუკავშირებ ამ თემას. პროკურატურამ ძალიან კარგად განმარტა, რომ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ. აქედან გამომდინარეობს ის განცხადებებიც, რაც თითქოს და ოპოზიციას რაღაცა მოგებულის პოზიციაში აყენებს, არადა რთულად არის სიტუაცია. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არათუ არ მიესალმება, არამედ საკმაოდ მკაცრად აფასებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას, საბოტაჟს. რაც შეეხება, ამ ადამიანების გირაოთი გამოსვლას სასამართლომდე, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ბრალის მოხსნას, თუმცა მართალი გითხრათ, მე არ გამიხარდებოდა, რომ ვინმე ისეთი ბრალით იყოს სასამართლოს წინაშე წარდგენილი, რომელიც დავით გარეჯს ეხება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ოპონენტები, როდესაც სადავეები ხელთ ეპყრათ, განცხადებებს აკეთებდნენ, რომ დავით გარეჯის დიდი ნაწილი საქართველოს არ ეკუთვნის. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სპეკულაციებით ცდილობდნენ გადაფარვას იმ უბედურებისა, რაც საქართველოს დააწიეს, მათ შორის ერთ-ერთი ეპიზოდია დავით გარეჯის მონასტრის გასხვისების საშიშროების შექმნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

Aburjga Tasmanieli სააკაშვილს ისე გაუხარდა რომ არ დააბეზღეს მაგან დაგვავალაო კიდეც იტირა და სულ მალობები უხადა დღეს განთავისუფლებულ "პოლიტ პატიმრებს"!
4 წლის უკან