გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხალხის ხმა პარლამენტში შესასვლელად მიიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხალხის ხმა პარლამენტში შესასვლელად მიიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის

გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხალხის ხმა პარლამენტში შესასვლელად მიიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საზოგადოება არ არის განწყობილი რევოლუციისთვის და ამას არც წინაპირობა არ აქვს.

„ეს პოლიტიკური რესურსი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის გარშემო გააერთიანა, ქვეყნისთვის არ არის არავითარი პოზიტივის მომტანი. თუკი რაღაც გარკვეული პროცენტი აიღეს, პარლამენტში შემოსასვლელად აიღეს და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის. აი, ეს ვერ გაიგეს, ისევ იქ არიან ჩარჩენილები და ისევ იმ ბოდვას მიყვებიან, რომელიც რატომღაც 2003 წელში გაუვიდათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.