ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხზე პროკურატურამ ისაუბრა, დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე ეხება ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულს, რომელიც საკმაოდ სენსიტიურუ თემაა.
„მივიჩნევ, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. განთავისუფლების საკითხს რაც შეეხება, პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ძალიან ვრცლად ისაუბრა, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ხდებოდა მათი გამოშვება. მათი თქმით, უკვე მოპოვებული აქვთ ყველანაირი მტკიცებულებები, რათა მოხდეს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა. დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ელისაშვილის პარლამენტში შესვლას ეს გადაწყვეტილება, კალაძემ აღნიშნა „არა არ მგონია ნამდვილად, არაფერ შუაშია ჩემი აზრით“.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.