შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურის თქმით, მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არის და უწყებაში ცვლილებები არ იგეგმება.
"კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი, ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია როცა დაინიშნა ძალოვანში, მერე მთხოვა და მივეცი. კოტე ანანიაშვილი მუშაობს, ჯერჯერობით. ისიც ჩემთან მუშაობდა მინისტრი რომ ვიყავი და ჩემი კადრი არ არის და გახარიასია?
მეორეც, მე და გიორგი გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ძალიან ბევრი ჭორი იყო. არანაირი დაპირისპირება არ არის, წლებია ვმეგობრობთ. დიდი ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი კადრები და მისი კადრები, ესეთი რამ არ არსებობს. მე 8 წელია აქ ვარ და ყველა ეს ადამიანი, ვინც მუშაობს, გარედან მოსული კადრი, არც ერთი არ არის, ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემ დროს მუშაობდა, იგივე საბანაძე, იგივე ხოჯევანიშვილი ჩემთან მუშაობდნენ წლების განმავლობაში და იყვნენ მაღალ თანამდებობებზე," - აცხადებს ვახტანგ გომელაური.