ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ ნატალია ილიჩოვა ივერი მელაშვილი

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ ნატალია ილიჩოვა ივერი მელაშვილი


ფოტო: არქივი

წინა სტატია
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

Aburjga Tasmanieli ასეთი უტრაკო" არც ხელისუფლება მინდა და არც პროკურატურა! მე მივიყვანე და დავაყენე იქ ის აზერი მესაზღვრეები?! არ ვარგიხართ, თქვენ არ ხართ ბერიას შთამომავლები!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აღასი ხანჯიანი იცით ვინ იყო და რა დაემართა?! ჩემს დროს გრიგოლეთის პიონერთა ბანაკში უფრო მეტი წესრიგი იყო ვიდრე დღეს არის ქვეყანაში!
4 წლის უკან