სერგი კაპანაძე: მმართველი გუნდის დეკლარირებული მიზანია, კარტოგრაფების საქმით პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე გავიდნენ - როგორ ჩანს, კიდევ ერთ ახალ მძევალს დაამატებენ

სერგი კაპანაძე: მმართველი გუნდის დეკლარირებული მიზანია, კარტოგრაფების საქმით პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე გავიდნენ - როგორ ჩანს, კიდევ ერთ ახალ მძევალს დაამატებენ

მმართველი გუნდის დეკლარირებული მიზანია, რომ კარტოგრაფების საქმით კიდევ უფრო ზემოთ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე გავიდნენ - როგორ ჩანს, კიდევ ერთ ახალ მძევალს დაამატებენ, - აღნიშნული შეფასება “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გააკეთა.

კაპანაძის თქმით, პატიმრობაში მყოფი კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთავის აღკვეთი ღინისძიების შეცვლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში არაფერს შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კვლავ პრინციპულ საკითხად რჩება.

„ჩვენ პოზიციის გადახედვას არ ვაპირებთ. პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გავლენას მოხდენს ის, თუ ხელისუფლება რაღაცა ფორმით არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე წამოვა - ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება ასევე პრინციპულად დაყენებული საკითხი იყო. როგორც ჩანს, თვითონაც ხვდებიან, რომ მათ წინააღმდეგ არავითარი სამხილი არა აქვთ და გირაოთი გამოშვების გამოსავალი იპოვეს. სავარაუდოდ, როგორ ჩანს, კიდევ ერთ ახალ მძევალს დაამატებენ. პროკურატურის განცხადებიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახლა კიდევ ერთ ადამიანს დაიჭერენ. მათი დეკლარირებულია მიზანია, რომ კიდევ უფრო ზემოთ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე გავიდნენ, რაც აბსურდია, რადგან საქმეში არანაირი დანაშაული არ არის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის, 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვს.