თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ

თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ

გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ, იმიტომ რომ მის პარტიას არჩევნებზე მიღებული აქვს 3%-იანი შედეგი, თვითონ მას კი პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი იმ დიდ ოლქში, სადაც მაჟორიტარად კენჭი იყარა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა., რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

„გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ, იმიტომ რომ მის პარტიას არჩევნებზე მიღებული აქვს 3%-იანი შედეგი, თვითონ მას კი პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი იმ დიდ ოლქში, სადაც მაჟორიტარად კენჭი იყარა. უფრო მეტიც, გიგა ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოსა და ხალხს ემუქრება რევოლუციით, დღეს ქაღალდზეც კი არაა დეპუტატი. შესაბამისად, ის პოლიტიკურად არის არავინ, და კარგი იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააგებინებს მას, რომ დესტრუქციული ქმედებები არ სურს. არჩევნებზე მოსახლეობამ უარი უთხრა რევოლუციას, შესაბამისად, ახლა ერთადერთი გზა არის სწორედ ის, რომ დარბაზში ცარიელი სკამები შეივსოს“, - განაცხადა წულუკიანმა.