ტაივანელი კაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის, 1 მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს.
როგორც CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობი პირი ჩინეთში მივლინებით იმყოფებოდა და ტაივანში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გადიოდა.
მათივე ინფორმაციით, კაცმა კარანტინის წესები 3 დღეში 7-ჯერ დაარღვია, წავიდა საყიდლებზე, მანქანის შესაკეთებლად და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი დანაშაულში მეზობელმა ამხილა.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, კაცი ტაივანში 21 იანვარს დაბრუნდა და კარანტინში 14 დღე უნდა გაეტარებინა.