გია აბაშიძე: საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო წლებში განხორციელებული  რეფორმების შედეგია

გია აბაშიძე: საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო წლებში განხორციელებული  რეფორმების შედეგია

„საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევა ეხმიანება, რომლის თანახმად, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია.

გია აბაშიძის თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი აქვეყნებს და მონაცემებს აანალიზებენ საერთაშორისო ექსპერტები და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და არა აქაური მიკერძოებული, ნაცოპოზიციასთან გადაკვანძული “ექსპერტები”.

“2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. კვლევაში საკმაოდ დადებითადაა შეფასებული საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა.

მოკლე შეჯერებით:

- საქართველოს იგივე ქულა აქვს, რაც შარშან (56 ქულა) და რეიტინგში 180 ქვეყანას შორის იკავებს 45-ე ადგილს. პოზიციის ცვლილება, იგივე ქულის (შეფასების მაჩვენებლის) შენარჩუნების პირობებში გამოწვეულია იმით, რომ სხვა ქვეყნის ან ქვეყნების შეფასება შეიცვალა.

- 2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა ოთხი ქულითაა გაუმჯობესებული [52-დან 56]. ამ მონაცემით ქვეყანა 51-ე ადგილიდან 45-ზე გადავიდა.

- თავისი პოზიციონერობით 45-ე ადგილზე (56) მყოფი საქართველო წინ უსწრებს ევროპის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ჩეხეთი (49-ე ადგილზეა 54 ქულით), იტალია (52-ე ადგილზეა 53 ქულით), მალტა (52-ე ადგილზეა 53 ქულით), საბერძნეთი (59-ე ადგილზეა 50 ქულით), სლოვაკეთი (60-ე ადგილზე 49 ქულით), ხორვატია (63-ე ადგილზე 47 ქულით), ბულგარეთი (69-ე ადგილზე 44 ქულით), უნგრეთი (69-ე ადგილზე 44 ქულით), რუმინეთი (69-ე ადგილზეა 44 ქულით).

ჩვენი მსგავსი მაჩვენებელი აქვს პოლონეტს (56 ქულა და პოზიცია - 45).

- რეიტინგში პირველ ადგილზე არიან დანია და ახალი ზელანდია (88-88 ქულებით).

საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი აქვეყნებს. და მონაცემებს აანალიზებენ საერთაშორისო ექსპერტები და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და არა აქაური მიკერძოებული, ნაცოპოზიციასთან გადაკვანძული “ექსპერტები”“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.