მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლი 8 წლის ასაკში მოკვდა

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლი 8 წლის ასაკში მოკვდა

მსოფლიო ყველაზე მაღალი ძაღლი, გერმანული დოგი სახელად ფრედი, 8 წლის ასაკში მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გინესის მსოფლიო რეკორდები“ ავრცელებს.

ფრედი სახალხოდ ცნობილი 2016 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ ის ყველაზე მაღალ ძაღლად დაასახელა. ფრედის სიმაღლე ფეხებიდან კისრის ძირამდე 103,5 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო როცა ძაღლი უკანა ფეხებზე დააყენეს მისი სიმაღლე 226 სანტიმეტრს გაუტოლდა.

„ის იყო ჩემი ცხოვრება. ჩემი მიზეზი. ჩემი სიხარული. ჩემი გაღიზიანება. ჩემი ბედნიერება და ჩემი უკიდურესი მწუხარება. ის იყო ჩემი გული. ჩემი მილიონში ერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვარდა“, - განაცხადა ფრედის პატრონმა კლერ სტონმანმა.