მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიაზე: 3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა

მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიაზე: 3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა

3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

„მგონია, რომ როდესაც ვირუსსა და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა მიმდინარეობს, ასეთი განცხადებები ნიშნავს ომის გამოცხადებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს არის დამაზიანებელი, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის თავი არ აქვთ. ამასთანავე, მათ აქვთ რეალური საშუალება, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს და შემოვიდნენ პარლამენტში. თუმცა გიგა ბოკერია ისედაც ვერ შემოვა პარლამენტში - მან თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოუვა. დანარჩენებს, ვისაც ბოკერიას ბულინგისთვის დაქვემდებარება ესირცხვილებათ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შემოვიდნენ პარლამენტში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ“, - განაცხადა მდინარაძემ.