დავით კირკიტაძე: იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, ხალხს დაუბრუნოს ხელისუფლება

დავით კირკიტაძე: იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, ხალხს დაუბრუნოს ხელისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, „როდესაც ხელისუფლება არ ტოვებს შანსს, რომ კრიზისები და პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრას, პროცესი ქუჩაში გადავა“.

მისი თქმით, „იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლების უზურპატორ „ქართულ ოცნებას“ დათმოს და დაუბრუნოს ხელისუფლება ქართველ ხალხს“.

„თქვენ ნახეთ რვა პოლიტიკური პარტიის წერილი რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც განმსჭვალულია სულისკვეთებით, რომ პრობლემები მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ქვეყანამ მალე დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი. ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე. ვნახოთ, რა გადაწყეტილებას მიიღებენ ისინი“, – განაცხადა კირკიტაძემ.

Aburjga Tasmanieli დავთ, აღცევნები არ გაყალბებულა! ხალხის გაკეთებული არჩევანით გამარჯვებულმა მიიღო 90 ადგილი, ოპოზიციამ ჯამურად 60! სრულიად ნორმალური თანაფარდობაა! რა გინდათ ვერ გავიგე?!
რომ ამბობ - „იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლების უზურპატორ „ქართულ ოცნებას“ დათმოს და დაუბრუნოს ხელისუფლება ქართველ ხალხს“. ქართველ ხალხში ვის გულისხმობ ნაცებს, საკუთარ თავს, ნინო ბურჯანაძეს, გიგა ბოკერიას თუ ვინ გყავს მხედველობაში?! იმათ ხომ არა ვინც დავით გარეჯა" აზერბაიჯანს მიყიდა?!
4 წლის უკან