ბილ გეითსი: შემდეგი პანდემია ათჯერ უარესი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

ბილ გეითსი: შემდეგი პანდემია ათჯერ უარესი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ვაქცინის ნაციონალიზმის წინააღმდეგია და პანდემიასთან ბრძოლაში დაუდევარი მიდგომა დაუშვებელია.

გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ დროა მსოფლიომ პანდემია, როგორც ჩვეულებრივი მდგომარეობის ნაწილი მიიღოს.

„პანდემია ახალი რეალობის ნაწილია ისევე, როგორც მსოფლიოში არსებობს მიწისძვრები, ტორნადოები და კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

ბილ გეითსმა გადაწყვეტილების მიმღები პირები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსალოდნელი პანდემიის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, ისინი კორონავირუსის პანდემიისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

„შექმნილი სიტუაციიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. შემდეგი პანდემია ათჯერ უარესი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არარსებობა ხელიდან გაშვებული შანსია. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო იყოს“, - განაცხადა ბილ გეითსმა.