შალვა პაპუაშვილი: ჯერ კიდევ ვცდილობთ ოპონენტები დავარწმუნოთ, რომ არ თქვან უარი დემოკრატიაზე და ზურგი არ აქციონ საკუთარ ამომრჩეველს

შალვა პაპუაშვილი: ჯერ კიდევ ვცდილობთ ოპონენტები დავარწმუნოთ, რომ არ თქვან უარი დემოკრატიაზე და ზურგი არ აქციონ საკუთარ ამომრჩეველს

დღეს საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, რომელიც არის ნაწილი ერთი დიდი, მასშტაბური კამპანიის, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს . ეს კამპანია დაიწყო არჩევნების მეორე დღეს, 1-ლი ნოემბრის ღამეს. ჩვენმა ოპონენტებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს უმრავლესობას ვერ იღებდნენ გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ არჩევნების კომპრომეტირება, პარლამენტის კომპრომეტირება. ეს სამ თვიანი ემსახურებოდა სწორედ ამას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ამ ყველაფრის ნაწილია მათი განცხადებებიც, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც. ამის პარალელურად, პარლამენტი შედგა, ჩამოყალიბდა, დაკომპლექტდა და მუშაობაც დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოებამ სრულად აღიარა ეს არჩევნები და არანაირი კითხვის ნიშნები არ არის. იცით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული ირაკლი კობახიძე. ამ კუთხით ყველაფერი გარკვეულია და პარალელურად ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ოპონენტები დავარწმუნოთ, რომ არ თქვან უარი დემოკრატიაზე, ზურგი არ აქციონ საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა