COVID19-ის ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია უნდა დაიწყოს. მოსახლეობას უნდა ვითხრათ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მისი სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვაქცინა პირველ რიგში განკუთვნილია რისკ-ჯგუფებისთვის. ესაა სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმული ადამიანები. ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაის-ივნისამდე, ისე როგორც აშშ-ში, ინგლისში, სხვა ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაციისთვის ვაქცინა რიგითი ადამიანებისვის გახდება ხელმისაწვდომი. ესაა რეალობა და ამისთვის უნდა მოვემაზადოთ“, - აღნიშნა ზოიძემ.
ამასთან, რაც შეეხება რისკ-ჯგუებს, მარტიდან მათთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.