SpaceX-მა ორბიტაზე ერთი რაკეტით თანამგზავრების რეკორდული რაოდენობა გაიყვანა

SpaceX-მა ორბიტაზე ერთი რაკეტით თანამგზავრების რეკორდული რაოდენობა გაიყვანა

SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთი რაკეტით ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ Falcon 9 სტარტი ფლორიდიდან აიღო. თანამგზავრები 30 კლიენტს ეკუთვნის, რომელთა შორისაც მთავრობები, ორგანიზაციები, კომპანიები და უნივერსიტეტებია, 10 თანამგზავრი კი თავად SpaceX-ს ეკუთვნის. ისინი გლობალურ სისტემა Starlink-ს შეუერთდებიან, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

წინა რეკორდი (104 თანამგზავრი ერთ რაკეტაზე) ინდურმა კომპანიამ 2017 წელს დაამყარა.