ცნობილი ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი კანონმორჩილი მოქალაქეების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
ბატონი სნუპი გაქანებული ნარკომანია და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან მუდმივი კონფლიქტის პირობებში იმყოფება.
„მუსიკოსი“ რამდენჯერმე დაპატიმრებული გახლდათ, მაგრამ ციხეს გავლენიანი მეგობრებისა და გირაოში გადახდილი დიდი თანხის დახმარებით გადაურჩა.
გასული წლის დასაწყისში რეპერი მექსიკის საზღვართან დააკავეს და ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აღმოუჩინეს. რასაკვირველია სნუპ დოგმა ციხეს თავი დააღწია.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 41 წლის სნუპ დოგი კვლავ ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე გამოიჭირეს.
ბატონი სნუპი კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩს სტუმრობდა. საღამოს ადგილობრივ მიდამოებში გასეირნება გადაწყვიტა, მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია, პოლიციამ გააჩერა და მარიხუანათი გაბრუებულს ნარკოტიკები აღმოუჩინა.
მომღერლის წინააღმდეგ კვლავ საქმე აღიძრა. გირაოს გადახდის შემდეგ დროებითი თავისუფლება კი მიანიჭეს, მაგრამ მისი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 22 თებერვალს დაინიშნა.