HBO „ჰარი პოტერზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს

HBO „ჰარი პოტერზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს

ამერიკული ტელეკომპნია HBO ჯადოქარ ჰარი პოტერის თავგადასავლების მოტივებზე სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია ფრანშიზის მესაკუთრე კინოსტუდიასთან Warner Bros. მოლაპარაკებებს აწარმოებს, სცენარისტებს ეძებს და მათთან სერიალისთვის იდეებს განიხილავს. თუმცა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალურ შეთანხმება ხელმოწერილი არ არის. HBO-ში პროექტზე მუშაობას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

ჯოან როულინგის ავტორობის ჰარი პოტერის შესახებ წიგნების სერია 1997-2007 წლებში გამოვიდა. რომანების მიხედვით 8 კინოფილმი გადაიღეს. წიგნები და კინოსურათები მთელს მსოფლიოში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.