დავით სერგეენკო: ოპოზიციას ხმა და მანდატი იმისთვის მისცეს მოქალაქეებმა, რომ პარლამენტში მობრძანდნენ და ისაუბრონ

დავით სერგეენკო: ოპოზიციას ხმა და მანდატი იმისთვის მისცეს მოქალაქეებმა, რომ პარლამენტში მობრძანდნენ და ისაუბრონ


12:28, 27.01.2021

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ პარლამენტარიზმს ანადგურებენ.

სერგეენკო აღნიშნულ განცხადებას ზედმეტად დრამატულს უწოდებს.

„იმის გათვალისწინებითაც კი, რომ პოლიტიკა არ არის რაღაც რეკრეაციული სერვისი და საკმაოდ მძიმე ბატალიების სფეროა, ეს გამონათქვამი ზედმეტად დრამატული მგონია. მათ ხმა და მანდატი იმისთვის მისცეს მოქლაქეებმა, რომ აქ მობრძანდნენ და ისაუბრონ, ასე შემოთვლით ძალიან ძნელია“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პირველი არხის ეთერში „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფაქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.