ირაკლი ზარქუა: ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება - ჩვენ ვნახეთ 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა

ირაკლი ზარქუა: ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება - ჩვენ ვნახეთ 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა

ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება. არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტაზე.

ირაკლი ზარქუას მოსაზრებით, ძალიან ბევრი დრო ეთმობა თემას, ოპოზიციის წევრები შევლენ პარლამენტში თუ არ შევლენ.

„პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა ის გამოწვევები, რაც აქვს ქვეყანას. ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. ჩემი აზრით, დროა, ყველა ამ თემაზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, აგერ არის სამუშაო. ბოლო-ბოლო, ხომ ნახეს NDI-ის კვლევებიც, რომელშიც პრიორიტეტი ყოველთვის ოპოზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით. იქაც კი, მათი ამომრჩეველი ეუბნება, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ?! ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო წავყევით, რეფორმის ნაწილშიც იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ახლა, თვითონაც ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება. პირდაპირ გეუბნებით, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ გუბაზა 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა. გუბაზასნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზოცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდეს მძევალი გუბაზას და გაკოტრებული სააკაშვილის“, - განაცხადა ზარქუამ.