გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: გადაწყვიტეს რაღაც ტრიუკი ჩაატარონ, თითქოს ერთი სული აქვთ როდის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან 

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: გადაწყვიტეს რაღაც ტრიუკი ჩაატარონ, თითქოს ერთი სული აქვთ როდის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს მოლაპარაკება სურთ, აბსურდია და რეალურად ქმედებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპონენტების პოზიცია არ იცვლება.

"გადაწყვიტეს ახლა, რომ რაღაც ტრიუკი ჩაატარონ, თითქოს ერთი სული აქვთ როდის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა მათი პოზიცია არ იცვლება. ვეუბნებით, რომ შევქმნათ კომისია, იყავით მეთაურები ამ კომისიის და დავადასტუროთ და შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩატარდეს, თუ არა ახალი არჩევნები. ამის წინააღმდეგი არიან და ამ უხერხულობის გადასაფარად აკეთებენ ყოველგვარ საფუძველმოკლებულ განცხადებებს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.