ზაზა შათირიშვილი: რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით

ზაზა შათირიშვილი: რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით

რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ისაუბრა.

„დადგა პოსტრევოლუციური პერიოდი, როდესაც პროგრესი და სამართლიანობა არა მარტო საქართველოში, სამუდამოდ დასცილდა ერთი მეორეს. ვინც არის პროგრესული, მას არ აქვს სამართლიანობის განცდა და ვინც ლაპარაკობს სამართლიანობაზე, ის არ არის პროგრესული. ეს კარგად ჩანს „ყვითელ ჟილეტებში“, კაპიტოლიუმის შტურმში და საქართველოში. დღეს ყოველგვარი რევოლუციური ჟესტი არის განწირული. დადგა პოსტრევოლუციური ეპოქა. რევოლუცია დამთავრდა“, - განაცხადა შათირიშვილმა.

მისივე თქმის, NDI-ს კვლევის შედეგები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქირურგიული განაჩენია.