ბუბა ხოტივარი: 2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება

ბუბა ხოტივარი: 2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება

2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება. დღესაც იგივე მდგომარეობაა - არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი შეკრული, როგორც დღეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

„შეიძლება ოპოზიცია რაღაც გადატრიალებაზე წავიდეს, შიგნიდან დაიწყონ ქვეყნის აფეთქება, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს მთავრობა. 2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება. დღესაც იგივე მდგომარეობაა - არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი შეკრული, როგორც დღეს. ოპოზიციაც ხედავს ამას, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე. საქართველო ნელ-ნელა გამოდის რთული ვითარებიდან, მაგრამ მუშაობაა საჭირო. ქართველი ხალხი ხვდება, რომ თავისი შრომით უნდა მიაღწიოს შედეგს და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ბუბა ხოტივარმა.