ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა ჩიტაძეს: „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რჩევას ყურს დაუგდებდა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა ჩიტაძეს: „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რჩევას ყურს დაუგდებდა

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მმართველი ძალის პროდასავლურობაზე მეტყველებდა ის, რომ 2004 წელს, ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა, 2006 წელს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი და რომ და 2009 წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი გახდა.

მისი განცხადების საპასუხოდ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების ვალდებულება იყო, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მოესმინა საერთაშორისო პარტნიორების რჩევისთვის.

„ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რჩევას ყურს დაუგდებდა. როცა პროდასავლურობაზეა საუბარი, შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკურ, მჭიდრო კავშირში უნდა იყო. მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით, თუ როგორ აიცილო მოსალოდნელი საფრთხე, უნდა იყო პარტნიორთან თანხვედრაში. ომი გარკვეული ცუდი პოლიტიკის გაგრძელებაა. ვიდრე ცუდ პოლიტიკამდე მიხვალ, იქამდე უნდა მოუსმინო კარგად პარტნიორების რჩევებს“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.