დამისახელეთ თუნდაც 20 ახალი სახე, რომელიც ამ არჩევნებზე ოპოზიციამ წამოწია. ისევ ის ხალხია, რომელიც ქართველ ხალხზე ძალადობით ვერ გაძღა - პრეისტორიული გიორგი ბარამიძე, კორუმპირებული ბურჯანაძეების კლანი და ა.შ. ეს არის მათი სახე და ამის შედეგია, ის რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანა მათ ღირსეული განაჩენი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ნიკა გვარამიას ეთერებს ადამიანი ხუთი წუთითაც თუ გაეცნობა, დაინახავს იმ სრულ აჯაფსანდალს, სადაც არიან ე.წ. პროდასავლური ძალები, ღიად დეკლარირებული რუსეთუმეები... ეს არის დღევანდელი წაშლილი ოპოზიციის სახე და სწორედ ეს არის მათი უშედეგობის შედეგი. როდესაც გმირი ექიმები პანდემიას ებრძოდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ექიმებს ებრძოდა. ამიტომ ასეთი დღის წესრიგის შედგენაზე ყოველთვის მიიღებ ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს. ერთ-ერთ ეთერში აკაკი ბობოხიძეს წამოსცდა, ქვეყნის შიგნით ჩვენ ნაკლები მხარდაჭერა გვაქვსო. აბა სად აქვთ ეს მხარდაჭერა? სომალიში თუ ზიმბაბვეში? დამისახელეთ თუნდაც 20 ახალი სახე, რომელიც ამ არჩევნებზე ოპოზიციამ წამოწია. ისევ ის ხალხია, რომელიც ქართველ ხალხზე ძალადობით ვერ გაძღა - პრეისტორიული გიორგი ბარამიძე, კორუმპირებული ბურჯანაძეების კლანი და ა.შ. ეს არის მათი სახე და ამის შედეგია, ის რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანა მათ ღირსეული განაჩენი“, - განაცხადა მეტრეველმა