მოვესწარი იმ დღეს, როდესაც NDI-ს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.
სუბარის შეფასებით, ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს გადავიდა.
„ხელისუფლება NDI-ს ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ს გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას-მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც - ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.