კახა კუჭავა: ოპოზიციამ ძალიან გამოიჩინა თავი ევროპული ქვეყნების საქართველოში მოღვაწე ელჩების პირდაპირი ლანძღვით

კახა კუჭავა: ოპოზიციამ ძალიან გამოიჩინა თავი ევროპული ქვეყნების საქართველოში მოღვაწე ელჩების პირდაპირი ლანძღვით

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ძალიან გამოიჩინა თავი ევროპული ქვეყნების საქართველოში მოღვაწე ელჩების პირდაპირი ლანძღვით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი კოლეგები ინფორმირებულები არიან ამის შესახებ და გაკვირვებასაც გამოხატავენ. მათთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება მოდიოდეს ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი გზავნილები, თუ მას დეკლარირებულად აქვს პროდასავლური კურსი. ჩვენ აღარ გვჭირდებოდა ამის გარემოება, ყველა კარგად ხედავს ამას. ჩვენი ევროპელი კოლეგები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და, რა თქმა უნდა, მათთვის არაა მისასალმებელი ოპოზიციის მხრიდან ასეთი რიტორიკა. ეს არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ფიასკოს, რომელიც ოპოზიციამ განიცადა ამ არჩევნებში“, - განაცხადა კუჭავამ.