სოსო მანჯავიძე: 2012 წლის შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია

სოსო მანჯავიძე: 2012 წლის შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია

2012 წლის შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ, ხან სამჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს რევოლუცია. ცალკე ამას გვიქადაგებს მიხეილ სააკაშვილი. მაქვს კითხვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს - განუწყვეტლივ ამ რევოლუციის მოლოდინში ცხოვრება ხომ უშლის ხელს ნორმალურ ოპონირებას და ქვეყნის განვითარებას? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებული „ცხელი გაზაფხულის“ საკითხს გამოეხმაურა.

„ძალადობისკენ ​მოწოდება ​იკრძალება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ჩვენ კი ყოველდღე ვხედავთ ასეთ მოწოდებებს. როგორც ჩანს, ჩვენთან სრულიად უაზროდ დაინერგა გამოხატვის თავისუფლების კულტი და ამ ქიმერას ჩვენ ვწირავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. რევოლუცია მოხდება თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ რა გვსურს ჩვენ? საქართველო რომ განვითარდეს, იყოს მშვიდობა ჩვენი შვილებისა და მომავლისთვის. 8 წელია, გვესმის ისეთი ტრენდი, მოხდება თუ არა წელს რევოლუცია. 2012 წლის შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ, ხან სამჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს რევოლუცია. ცალკე ამას გვიქადაგებს მიხეილ სააკაშვილი. მაქვს კითხვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს - განუწყვეტლივ ამ რევოლუციის მოლოდინში ცხოვრება ხომ უშლის ხელს ნორმალურ ოპონირებას და ქვეყნის განვითარებას?“ - განაცხადა მანჯავიძემ.