მშვიდობიან აქციებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქციების მიზანია კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და მოსახლეობამ გამოხატოს აზრი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას ცვლილებების განხორციელება მოსთხოვოს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აქცია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის, ხელისუფლებას მისი დაშლის უფლება აქვს.
„ამ შემთხვევაში კონსტიტუციის 29-ე მუხლში ეძლევა ხელისუფლებას უფლება, რომ აღკვეთოს მიტინგი, თუ მან მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. აქედან გამომდინარე, მე პირადად, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობრივ მცდელობას, როგორც ასეთ, მაგრამ რაც შეეხება მშვიდობიან დემონსტრაციას, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“, - აღნიშნა ჩიტაძემ.